PESEdit.com 2010 Patch 3.1
ტურნირები ჩატარდება
„PESEdit.com 2010 Patch 3.1“-ით, რომელიც დაინსტალირებული იქნება ჩვენს ყველა კომპიუტერზე. ამ პაჩში განახლებულია ყველა გუნდი, გუნდების ფორმები, მოთამაშეები და ა.შ. დაზუსტებით იხილეთ „PesEdit.com“-ზე.
წინასწარ რომ იცოდეთ თუ როგორი პაჩით მოგიწევთ ტურნირებზე თამაში, ამიტომ ამას ხელმისაწვდომს ვხდით ყველასთვის.
დაყენების ინსტრუქცია:
• აუცილებლად დააინსტალირეთ „Direct-X“-ის ბოლო ვერსია, თუ უკვე არ გაქვთ დაინსტალირებული თქვენს კომპიუტერში;
• დააინსტალირეთ „PESEdit.com 2010 Patch 3.0“, რომელიც შეიცავს „Kitserver“-ს, დაინსტალირდება ძალიან მარტივად;
• და ბოლოს დააინსტალირეთ „PESEdit.com 2010 Patch 3.1“-ი, რომელიც ასევე ადვილად დაინსტალირდება.
ამ პაჩის დაინსტალირება ძალიან ადვილია და არ ჭირდება რაიმე კრეკის ან სერიული ნომრის გამოყენება. პაჩი უნდა დაინსტალირდეს იქ სადაც გაქვთ თვითონ „PES 2010“-ია დაყენებული. დაინსტალირების დროს პაჩი თვითონ იპოვის თუ სად გაქვთ თამაში დაყენებული, ამოტომ თქვენ მხოლოდ „NEXT“-ებს უნდა აჭიროთ.
ეს პაჩი უნდა დაინსტალირდეს ახლად დაყენებულ „PES 2010“-ზე, რადგან შეიძლება სხვადასხვა ეგრეთ წოდებული „error“-ები გიჩვენოთ კომპიუტერმა. თუ გიჩვენებთ/ამოგიგდებთ რაიმე „error“-ს ეს ნიშნავს რომ მანამდე რაიმე პაჩი გქონდათ გამოყენებული.